ინტელის პროექტი "პროექტებით სწავლება"




პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
კურსის მიზანი
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
კურსის განმავლობაში თქვენ უპასუხებთ კითხვას, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. კურსის მთავარი კითხვაა:
როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
კურსის განმავლობაში მრავალჯერ მოგეცემათ ამ კითხვაზე დაფიქრებისა და პასუხების მოკვლევის საშუალება, მოსწავლეებთან მუშაობის კონტექსტის გათვალისწინებით.
ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას კომპიუტერის გარეშე ვიღებთ. ამდენად, მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, კლასში სასწავლო თემების არჩევისას და პროექტების განხორციელებისას.
რა მიზნები დავსახეთ თქვენთვის?
ამ კურსის რაც მეტ მოდულს გაეცნობით, მით უფრო მეტ მასწავლებელთან მოგიწევთ თანამშრომლობა. განიხილავთ იდეებს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, შეიმუშავებთ გაკვეთილებს იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელსაც ასწავლით, ან რომელიც გსურთ, რომ ასწავლოთ მომავალში.
კურსის განმავლობაში გამოიყენებთ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც თქვენი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:
  • ბლოგი რეფლექსიისთვის - ინდივიდუალური ან ჯგუფური
  • კოლაბორაციული ვებსაიტი იდეების გაზიარებისთვის
  • მონიშვნის/სარჩევის შექმნა სასარგებლო ვებ-გვერდების ჩანიშვნისა და კომენტირებისთვის
ჩვენი მიზანია, შეიმუშაოთ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოიყენებთ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგეხმარებათ.


Комментариев нет: